პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება: „ ჩვენ პასუხს ვაგებთ მათზე, ვინც მივიჩვიეთ“.
2.პროექტში მონაწილეები:მოსწავლეები XI კლ. ს.VII
3.პრობლემის ანალიზი:
*პრობლემის არსი:პრობლემა ქუჩის ძაღლების რაოდენობის ზრდაში მდგომარეობს, რაც
დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, ინფექციური დაავადებების წყაროს წარმოადგენს, სა-
ფრთხეს უქმნის შინაურ ცხოველებს.ამ პრობლემის წყარო ცხოველების მიმართ ადამიანების
დამოკიდებულება, უმრავლესობა ქუჩაში ხვდება ჩვენს გამო.
*აქტუალობა: განვითარებულ ქვეყნებში რატომ არ არის უპატრონო ძაღლები,
საქართველოში კი მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს?
*როგორ შეუწყობს ხელს პროექტი პრობლემის გადაჭრას: პროექტში მონაწილეობა
პრობლემის მოგვარების გზებს უჩვენებს მოსწავლეებს, თუ რა წვლილის შეტანას შეძლებენ
ისინი თვითონ.
4. პროექტის მიზანი: სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარება,
პრობლემის მოგვარების უნარის განვითარება, კრიტიკული აზროვნების და
გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარება.
5. პროექტის ამოცანები: ა) პრობლემის განხილვა: დამოკიდებულება ქუჩის ძაღლების
მიმართ სახელმწიფოს,საზოგადოების და მოსახლეობის მხვრივ ამერიკაში, ევროპულ
ქვეყნებში, საქართველოში.
ბ)მოსწავლეები გაეცნობიან ცხოველთა დაცვის საზოგადოებრივი
ორგანიზაციების მოღვაწეობას, სახელმწიფო კანონებს, რომლებიც იცავენ ცხოველთა
უფლებებს,მოსახლეობის მხრიდან დახმარებით.
ვ) მოპოვებული ინფორმაციის გაფორმება მოხსენების სახით,
მომზადება პრეზენტაციისთვის. მოამზადებენ ფოტო-ვიდეო
მასალას.
დ)მომზადებული მოხსენებების პრეზენტაციას მოახდენენ.
გამოთქვამენ თავიანთ დამოკიდებულებას პრობლემის მიმართ, წამოაყენებენ პრობლემის
მოგვარების საქუთარ ვარიანტებს, რა დახმარების გაწევას შეძლებენ უპატრონო ძაღლების
მიმართ. მასწავლებელი შეაფასებს პრეზენტაციებს ზეპირი პრეზენტაციის რუბრიკის
მეშვეობით. მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების კითხვარს.
6. მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, მოამზადებენ
მოხსენებებს,ჩაატარებენ პრეზენტაციას. გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას
პრობლემის მიმართ და მისი მოგვარების გზებს.
პროექტში მონაწილეობა აუმაღლებს მოსწავლეებს მოქალაქეობრივ ცნობიერებას.
7.მიზნობრივი ჯგუფი: მოსწავლეები
8. ამოცანების განხორციელებლად საჭირო საქმიანობები:
1.პრობლემის განხილვა:აქტივობა-დისკუსია: ცხოველების ქუჩაში გამოჩენის მიზეზები,
სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი პრობლემის მოგვარებაში,
შესაძლებელი დახმარება მოსახლეობის მხრიდან.
მასწავლებელი მართავს დისკუსიას და ატარებს პრეზენტაციას: მოჰყავთ ცხოველების
მიმართ სასტიკი მოპყრობის მაგალითები.
კლასი გაიყოფა 3 ჯგუფად:
1 ჯგუფი: ცხოველთა დაცვის რა კანონები მოქმედებს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში,
აშშ-ში, რა მდგომარეობაა საქართველოში.
2 ჯგუფი: ინფორმაციის მოპოვება WSPA -ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია
GSPSA-ცხოველთა დაცვის საზოგადოება საქართველოში.
ამ ორგანიზაციების ჩამოყალიბების ისტორია, მათი მიზანი, მოღვაწეობა.
3 ჯგუფი: საქართველოში ცხოველთა თავშესაფრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
ყოველ ჯგუფს დაეკისრება პრობლემის მოგვარების გზების ძიება, რა დახმარემის გაწევა
შეუძლიათ.
2.ინფორმაციის მოპოვება: აქტივობა-მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას და მოახდენენ მის სისტემატიზაციას
მასწავლებლის დახმარებით.
მასწავლებელი ატარებს ჯგუფის მუშაობის მონიტორინგს.
3.ინფორმაციის გაფორმება: აქტივობა - მიღებული ინფორმაცია ფორმდება მოხსენებების სახით, მზადდება ფოტო-
ვიდეო მასალა.
4.პრეზენტაცია: აქტივობა- მოხსენებების პრეზენტაცია.
დისკუსია: მოსწავლეთა მიერ შეთავაზებული პრობლემის გადაჭრის გზების და შესაძლო
დახმარების განხილვა.
მოხალისეთა ჯგუფის შექმნა.სამოქმედო გეგმის შედგენა.
5.მონიტორინგი: აქტივობა - საბოლოო მონიტორინგი, შეფასება ( თვითშეფასების და
ურთიერთშეფასების კითხვარები).
9.სამუშაო გეგგმა
აქტივობები
|
პასუხისმგებელი პირი
|
ვადა
|
აქტივობა 1
|
მასწავლებელი
|
1 გაკვეთილი
|
აქტივობა 2
|
მოსწავლეები
|
3 გაკვეთილი
|
აქტივობა 3
|
მოსწავლეები
|
2 გაკვეთილი
|
აქტივობა 4
|
მოსწავლეები
|
2 გაკვეთილი
|
აქტივობა 5
|
მოსწავლეები
|
1 გაქვეთილი
|
10.პროექტის ბიუჯეთი:
მთლიანი ღირებულება:2813 ლ.
ხარჯების დეტალური აღწერა:
დასახელება
|
რაოდენობა
|
ერთეულის ღირებულება
|
სულ
|
კომპიუტერი
|
3
|
600
|
1800
|
პროექტორი
|
1
|
1
|
1000
|
თაბახი
|
1
|
7
|
7
|
მარკერები
|
6
|
1
|
6
|
Комментариев нет:
Отправить комментарий